|
ფირცხალავა-ფირცხელავების ოფიციალური გვერდი
|
||||||||
| გვერდი მუშაობს საცდელ რეჟიმში | ||||||||
|
გამოჩენილი ფირცხალავები: |
||||||||
| .: ანბანის მიხედვით :. | ||||||||
| ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ | ||||||||
|
ა. კაკი ფირცხალავა |
||||||||
|
||||||||
|
ბიოგრაფია დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ტექნიკუმი 1931 წელს; ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის 1940 წელს. 1940-1942წწ. მუშაობდა მდ. ხრამის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უბნის უფროსად; იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1942-1945წწ. იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1945-1947წწ. მონაწილეობდა კენინსბერგის, ბალტიისპირეთის ქალაქების - კლაიპედას, პალანგის, ლიეპაის, რიგის აღდგენით სამუშაოებში; 1947 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო მინისტრთა საბჭოში რეფერენტად; 1949-1950წწ. იყო მინისტრთა საბჭოსთან არსებული სასოფლო მშენებლობის მთავარი სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1951-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1962-1966წწ. იყო "საქმშენბანკის" მთავარი ინჟინერი; 1966 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 1968 წელს საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1973-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; იყო საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონგრესების, კონფერენციების მონაწილე; ავტორი წიგნისა "სამშენებლო ნორმები და წესები"; ცნობილი მოჭადრაკე; საქართველოს ჩემპიონი (1949-1950). |
||||||||
|
გ. გურამ (გივი) ფირცხალავა |
||||||||
|
||||||||
|
ბიოგრაფია დაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1966 წელს. 1966 წლიდან მუშაობდა გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1972 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი იყო. მონაწილეობდა ფილმებში: "ჯვარცმული კუნძული", "მოლოდინი", "გზა შინისაკენ", "დათა თუთაშხია", "ვალსი პეჩორაზე" და სხვ. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია "ხუთწლედის მატიანე". საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979), საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. 2000 წელს დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. |
||||||||
|
ფირცხალავები-ფირცხელავების გავრის დარბაზი
|